დასასვენებელი სახლი “რაჭა“

კურორტი შოვი

საქართველოს ულამაზეს რეგიონში,რაჭაში მდებარეობს ცნობილი ბალნეო–კლიმატური კურორტი შოვი. კურორტი არის 1520 მეტრის სიმაღლეზე, ზღვის დონიდან, რაიონული ცენტრის ქალაქ ონიდან 30კმ - ში.შოვში ცივი ზამთარი და გრილი ზაფხულია (აგვისტოს საშ. ტემპერატურა 16 °С)

სამკურნალო ფაქტორი:

მთის ჰავა და ნახშირმჟავა *ჰიდროკარბონატული ნატრიუმ - კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი.

სამედიცინო ჩვენება:

სასუნთქის ორგანოთა, კუჭ -ნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების, მეორეული სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა და სხვა.

დასასვენებელ სახლში არის:

ლუქსი - ორ – სამ საწოლიანი, ცხელი წყლით, ტელევიზორით.
სტანდარტული ორ და სამ ადგილიანი ნომრები, სველი წერტილით.
კვება: სამჯერადი.
ექსკურსიები: ერთდღიანი მარშრუტები - ბუნების ულამაზეს წიაღში - „მამისონძე“ და „დოლამისის უძირო ტბაზე